ჩინეთში, ქალაქ ნინბოში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა. აფეთქება საპორტო ქალაქში მდებარე შენობასთან მოხდა, რომელშიც არავინ იმყოფებოდა, თუმცა ახლოს მომუშავე მოქალაქეები მაინც დაშავდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე შენობა დანგრეულია. 30 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახური.