ჩინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში დანით თავდასხმისას ორი ადამიანია დაიღუპა, 21 კი დაჭრილია
ჩინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში დანით თავდასხმისას ორი ადამიანია დაიღუპა, 21 კი დაჭრილია

ჩინეთის იუნანის პროვინციაში, საავადმყოფოში დანით თავდასხმისას ორი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაშავებულებს შორის საავადმყოფოს პერსონალია. ჩინური მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი ადგილობრივია. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.