ჩინეთის ელჩი - ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნები არიან, ჩვენ გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი
ჩინეთი და საქართველო, ორივე, დამოუკიდებელი ქვეყნები არიან. ჩვენ გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, ვინ არის ჩვენი პარტნიორი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთსა და ევროკავშირს ასევე აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა.
„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩინეთსა და ევროკავშირის გარეშე შუა დერეფანში წარმატებას ვერ მივაღწევთ. რატომ? იმიტომ, რომ შუა დერეფანში მნიშვნელოვანია ლოგისტიკა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ეს არის საწარმოო ძალა და ის საქონელი, რასაც ჩინეთი აწარმოებს, ასევე სამომხმარებლო სივრცე ევროკავშირში. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე შუა დერეფანში წარმატება არ იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ ევროკავშირი შუა დერეფანში ძალიან აქტიურია და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობისთვის. ეს პრობლემა არ არის საქართველოსთვის, შესაძლოა, პირიქით“, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა.