ჩინეთის დედაქალაქს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ქარიშხალი დაატყდა თავს
ჩინეთის დედაქალაქს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ქვიშის ქარიშხალი დაატყდა თავს. პეკინი მტვრის სქელი ფენითაა დაფარული და დაბინძურების მაჩვენებელი ზოგიერთ რაიონში დასაშვებ ნორმას 160-ჯერ აჭარბებს.
ხილვადობის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, ჩინეთის დედაქალაქში რამდენიმე ასეული ფრენა გადაიდო. პეკინში ქვიშის დიდი მასა ძლიერმა ქარმა შიდა მონღოლეთის რეგიონიდან მიიტანა. ქვიშის ქარიშხალმა ჩინეთის 12 პროვინცია დააზარალა.