ჩინეთის დასავლეთ სანაპიროს სუპერტაიფუნმა „მარიამ“ გადაუარა. სტიქია ამჟამად ფუძიანისა და ჯეძიანის პროვინციებში მძვინვარებს.
ტაიფუნმა რეგიონში ძლიერი წვიმა, წამში 44 მეტრის სიჩქარის ქარი, 10 მეტრის სიმაღლის ტალღები და გარკვეულ ადგილებში დასახლებების დატბორვა გამოიწვია.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ 144 ათასი ადამიანის ევაკუაცია უკვე განახორციელა. დახურულია ტურისტული ობიექტები, ქარხნები, საგანმანათლებლო დაწესებულებები. გადაიდო ასობით ავიარეისი. ხელისუფლებამ ზღვაში არსებული გემებისთვის პორტებში დაუყოვნებლივ დაბრუნების განკარგულება გასცა.
ტაიფნუნი ჩინეთთან ერთად ტაივანშიც მძვინვარებს. კუნძულოვან სახელმწიფოში უსაფრთხოების მიზნით დახურეს სკოლები და საბავშვო ბაღები. უამინდობამ ტაივანში ავიარეისების შეფერხებაც გამოიწვია. ტაიპეის საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი გადაიდო.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ტაიფუნი „მარია“ დღეს, საღამოს საათებში დასუსტდება და მატერიკის სიღრმეში ნგრევას არ გამოიწვევს.