ჩინეთის ათი ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ პეკინში ჩასვლისგან თავი შეიკავონ
ჩინეთის ათი ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ პეკინში ჩასვლისგან თავი შეიკავონ. გაფრთხილება გაავრცელეს ჰარბინსა და დალიანშიც. ამავე დროს, ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ ისინი მაინც გაემგზავრებიან პეკინში, მაშინ ამის შესახებ მთავრობას შეატყობინონ.
შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო დღეებში ჩინეთის დედაქალაქში კორონავირუსის 50-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსის კერად ითვლება პეკინის ერთ-ერთი სასურსათო ბაზარი. მომხდარის გამო აღნიშნულ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის მწარმოებელ ყველა კომპანიას მოუწოდეს, ყველა თანამშრომელმა, ვინც ბოლო დღეებში იმყოფებოდა ბაზარში, 14-დღიანი კარანტინის წესი დაიცვას.
ასევე ცნობილი გახდა, რომ დაიხურა რესტორანი, რომელიც ტრადიციულ ჩინურ საკვებს ამზადებს, რადგან ორი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.
შეგახსენებთ, პეკინში, 12 ივნისამდე დაახლოებით ორი თვე, ვირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.