ჩინეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ვიზიტით თურქეთში ჩავიდა
ჩინეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

ჩინეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ თურქეთში ვიზიტისას თურქ კოლეგასთან, ჰაქან ფიდანთან უკრაინაში ომზე ისაუბრა და შემდეგ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ეს არის ვან ის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ.

ჩინეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ასევე განიხილეს გლობალური ფინანსური სისტემა. ვან ისთან მოლაპარაკების დროს ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი და ჩინეთი გააძლიერებენ თანამშრომლობას, რადგან ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ და რეგიონულ საკითხებში.

თურქეთში ჩინელი დიპლომატის ვიზიტის დროს მოლაპარაკებები ასევე მოიცავდა ჩინეთის „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ ინიციატივების ჰარმონიზაციას.