ილია დარჩიაშვილი - ირაკლი კობახიძისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე განხილული იქნება საკითხები, რომლებიც ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს აერთიანებს
ილია დარჩიაშვილი - ირაკლი კობახიძისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე განხილული იქნება საკითხები, რომლებიც ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს აერთიანებს

მთავრობის მეთაური შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადაც განხილული იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც აერთიანებს ჩვენი, ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ანკარაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

მინისტრის თქმით, თურქეთი არის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და მთავრობის მეთაურის ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს ძლიერ იმპულსს შესძენს.

„თურქეთის რესპუბლიკა არის ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი, მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები, როგორც ხელისუფლებებს, მთავრობებს შორის, ასევე ჩვენი ხალხთაშორისი ურთიერთობები განსაკუთრებულობით გამოირჩევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანკარაში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადაც განხილული იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც აერთიანებს ჩვენი, ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ძალიან ძლიერ და მყარ იმპულსს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.