ჩინეთიდან ევაკუირებულ გერმანიის ორ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინეს
ჩინეთიდან ევაკუირებულ გერმანიის ორ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინეს

ჩინეთიდან ევაკუირებული გერმანიის მოქალაქეებიდან ორს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთიდან გერმანიაში პირველ თებერვალს 124 მოქალაქე ჩაიყვანეს. მათგან კლინიკაში დარჩა 11 ადამიანი. ერთზე ექიმებს კორონავირუსით ინფიცირების ეჭვი აქვთ, ხოლო 10 სხვა მიზეზებით არის ჰოსპიტალიზებული.

დანარჩენი 113 მგზავრი კი, კარანტინში გადაიყვანეს. მოგვიანებთ, მათგან ორს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ინფიცირებულები ფრანკფურტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.