ჩინეთი უარყოფს თეორიას, რომ „კოვიდ-19“ უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა
უხანის ლაბორატორიის უფროსი აცხადებს, რომ თეორიას თითქოს, „კოვიდ-19“ უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა, ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ამასთანავე, ლაბორატორიაში აცხადებენ, რომ ჯერ არ არსებობს კონსენსუსი ვირუსის წარმომავლობის შესახებ.
უხანის ლაბორატორიაში მსგავს ბრალდებები ვერაგულს უწოდებენ და ამბობენ, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ასეთი დაავადებების შექმნის რესურსები და განზრახვები არ არსებობს.
თეორიები ვირუსის ლაბორატორიაში შექმნის თაობაზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც ინდოეთის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი, რომელშიც ნათქვამია, რომ კორონავირუსში არსებული პროტეინები შიდსის პროტეინებს ჰგავს. თუმცა, ახლა მეცნიერების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსი ღამურებისა და პანგოლინებისგან გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ შვიდივე ცნობილი ტიპის კორონავირუსის წარმოშობა დაკავშირებულია ღამურებთან, თაგვებთან ან შინაურ ცხოველებთან.