ჩინეთი 2020 წელს სამხედრო ბიუჯეტს 6.6 პროცენტით გაზრდის. გამოცემა „დეფენს ნიუსის“ ინფორმაციით, ეს არის ყველაზე დაბალი ზრდა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში.
ახალი კანონპროექტით, ჩინეთის თავდაცვის ხარჯები 167 მილიარდი დოლარიდან 178.2 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
ჩინეთი აშშ-ის შემდეგ, სამხედრო ხარჯებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩინეთის მთავრობას სახალხო განმათავისუფლებელი არმიის რეფორმის გაღრმავება და შეიარაღებული ძალების გადაიარაღების პროგრამის დაჩქარება, ასევე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის შესაძლებლობების შექმნა და თავდაცვის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინოვაციური განვითარების ხელშეწყობა სურს.