ჩინეთი „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვის განახლებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვის განახლებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მოხდა გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკური ვერიფიკაცია, რაც ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჩინეთმა ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური მონაცემები განაახლა და ახლა ეს რიცხვი 2 579-ის ნაცვლად 3 869-ს შეადგენს. სამინისტრო ამტკიცებს, რომ ქვეყნის მხრიდან შემთხვევების დამალვის მცდელობა არ ყოფილა. მათივე ინფორმაციით განახლებული მონაცემები საავადმყოფოებში გარდაცვლილი პაციენტების გარდა ასევე მოიცავს ადამიანებს, რომელიც ვერ მოხვდნენ საავადმყოფოში და სახლში დაიღუპნენ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მიერ კორონავირუსით გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების შესახებ მონაცემები საჯაროდ ეჭვქვეშ არაერთხელ დააყენა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.