ჩინეთი კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად ჩრდილოეთ კორეას დახმარებას სთავაზობს
ჩინეთი კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად ჩრდილოეთ კორეას დახმარებას სთავაზობს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს წერილი გაუგზავნა.
„როიტერის“ ინფორმაციით, სი ძინმპინმა შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის ჯანმრთელობის კუთხით არსებული ვითარების გამო.
რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტს, ვირუსთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება მიულოცა.