ჩინეთი კორონავირუსის გამო ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს
ჩინეთი კორონავირუსის გამო ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს

ჩინეთი კორონავირუსის გამო ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს.

ბოლო 24-საათში ქვეყანაში ვირუსის მხოლოდ 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევები ქვეყნის მაშტაბით აღარ ვრცელდება, უმეტესი შემთხვევები საერთაშორისო მგზავრებშია.

გადაადგილება აღდგა ქვეყნის შიგნით. ჩაკეტილი 1 119 გზატკეცილიდან მოძრაობა მხოლოდ ორ გზატკეცილზეა შეჩერებული.

ახალი კორონავირუსით ჩინეთში დაინფიცირებული იყო  80 995 ადამიანი. დაიღუპა 3203, ხოლო გამოჯანმრთელდა 67 ათასი ადამიანი.