ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს აწესებს
ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს აწესებს

ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან 14 მარტიდან უვიზო რეჟიმს აწესებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჩინეთი უვიზო რეჟიმს აამოქმედებს შვეიცარიის, ირლანდიის, უნგრეთის, ავსტრიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის მოქალაქეებისთვის.

„ვიმედოვნებთ, რომ ასევე მეტი ქვეყანა შესთავაზებს ჩინეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის გამარტივებას, იმუშავებს ჩვენთან ერთად ტრანსსასაზღვრო მოგზაურობისთვის დაჩქარებული ქსელის შესაქმნელად და საერთაშორისო სამგზავრო რეისების სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

როგორც ვან იმ აღნიშნა, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობას უფრო მოსახერხებელს გახდის და დაეხმარება, რომ ჩინეთში უხოელმა მეგობრებმა თავი იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.