ჩინეთი დიდი შვიდიანის წევრებს მოუწოდებს, არ ჩაერიონ ჰონგ კონგის საქმეში
ჩინეთი დიდი შვიდიანის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, არ ჩაერიონ ჰონგ კონგის საქმეში. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ყოველდღიურ ბრიფინგიზე განაცხადა.
სამინისტროს განცხადება დიდი შვიდიანის საერთო განცხადებას უკავშირდება, სადაც ქვეყნები ჩინეთს ჰონგ კონგში ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის გეგმის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ჩინეთი განცხადებით აღშფოთებულია და მასში გამოთქმულ მოწოდებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.