ჩინეთი და პალესტინის ადმინისტრაცია სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ
ჩინეთი და პალესტინის ადმინისტრაცია სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.
პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჩინეთში ჩავიდა. შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, პოზიტიური როლი ითამაშოს, რათა დაეხმაროს პალესტინელებს შიდა შერიგების მიღწევაში და ხელი შეუწყოს ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
„პალესტინის საკითხის ფუნდამენტური გადაწყვეტა მდგომარეობს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, რომელიც ეფუძნება 1967 წლის საზღვრებს აღმოსავლეთ იერუსალიმთან, როგორც მის დედაქალაქთან ერთად. ჩვენ ყოველთვის მტკიცედ ვუჭერდით მხარს პალესტინელი ხალხის სამართლიან საქმეს, აღედგინა თავისი ლეგიტიმური ეროვნული უფლებები“, – განაცხადა სი ძინპინმა.
დასავლური მედიის შეფასებით, მაჰმუდ აბასი, რომელიც სამდღიანი ვიზიტით იმყოფება პეკინში, იმედოვნებს იმის დემონსტრირებას, რომ პალესტინას აქვს ჩინეთის მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ვერ შეხვდა ამერიკელ ოფიციალურ პირებს. დასავლური მედია წერს, რომ ჩინეთი შუამავლობდა მოულოდნელ შეთანხმებას ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიზნით.