ჩინეთი ავღანეთთან ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მოწოდებით გამოდის
ჩინეთი ავღანეთთან ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მოწოდებით გამოდის

ჩინეთის, პაკისტანისა და ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ავღანეთის ტერიტორიიდან საგარეო ძალების გაყვანა მწყობრი და პასუხისმგებლიანი გზით უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ ქვეყანაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუარესება და „ტერორისტული ძალების“ დაბრუნება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა შინჰუა ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის განცხადებით, ამ სამ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს ავღანეთისა და მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ.

„ავღანეთისა და რეგიონის უსაფრთხოება ახალი გამოწვევების წინაშე დგას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყნიდან საგარეო ძალების გასვლის პროცესმა შეიარაღებული კონფლიქტის წარმოშობისა და ტერორისტული საქმიანობის საფრთხეები გაზარდა“, – ამბობს ვან ი.