ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ-ს მიერ ექსპორტზე კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილებას. პეკინში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება აშშ-ს უფრო მეტად დააზიანებს, ვიდრე ჩინეთს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საუბარია აშშ-ს მიერ მიღებულ ახალ შეზღუდვებზე, რომელთა მიზანიც, ჩინეთის სამხედრო ძალების მიერ ამერიკული ტექნოლოგიების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების შეჩერებაა.
„აშშ-მა უნდა შეწყვიტოს მიუღებელი ქცევა და ამის მაგივრად რეალური ნაბიჯები გადადგას მისი ეკონომიკის აღსადგენად, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მარწუხებშია მოქცეული“, – აცხადებენ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში.