ჩინეთ-ფრანკოფონიის კულტურისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციამ საქართველოს 22 ათასი ცალი პირბადე და სანიტარული საშუალებები აჩუქა
ჩინეთ-ფრანკოფონიის კულტურისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციამ საქართველოს 22 ათასი ცალი პირბადე და სხვადასხვა სახის სანიტარული საშუალებები აჩუქა.
ჩინეთ-ფრანკოფონიის კულტურისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციის პრეზიდენტს, ლუსი ვანგს დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი არჩილ კალანდია შეხვდა.
საელჩოს ინფორმაციით, ჩინეთში საქართველოს საელჩოს მჭიდრო ურთიერთობები გააჩნია აღნიშნულ ასოციაციასთან. შედეგად, ქართულ მხარეს გადაეცა 22 ათასი ცალი პირბადე და სხვადასხვა სახის სანიტარული საშუალებები საჩუქრის, დონაციის სახით.
საელჩო აცხადებს, რომ აღნიშნული ტვირთი თბილისში გაიგზავნება და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას გადაეცემა.