ჩინელი მეცნიერი ემბრიონის გენებზე ჩატარებული ექსპერიმენტის გამო დააპატიმრეს
ჩინელი მეცნიერი ემბრიონის გენებზე ჩატარებული ექსპერიმენტის გამო დააპატიმრეს.
გუანდუნის სასამართლომ მეცნიერ ხე ძიანკუის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსჯა და სამი მილიონი იუანის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ხე ძიანკუიმ, ორ კოლეგასთან ერთად ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის საფუძველზეც ჩინეთში დაიბადნენ ტყუპები, რომელთა გენებიც შეცვლილი იყო. მეცნიერი ამტკიცებდა, რომ ბავშვების გენების მოდიფიცირება იმგვარად მოხდა, რომ ისინი შიდსით არასდროს დაავადდებოდნენ.
ჩინელი მეცნიერის ექსპერიმენტს კოლეგების ხისტი კრიტიკა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის კანონმდებლობა ემბრიონების გენებზე ექსპერიმენტებს არ კრძალავს, ჩინეთის მთავრობამ ძიანკუის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჩინელმა მეცნიერმა ემბრიონების გენების მოდიფიცირებისთვის „სახიფათო ტექნოლოგია“ გამოიყენა, რაც „კანონით აკრძალულია“.