ჩინელი ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ დეკემბერში აფრთხილებდა, ამავე ვირუსით გარდაიცვალა
ჩინელი ექიმი ლი ვენლიანი, რომელიც კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის დეკემბერში აფრთხილებდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ექიმმა ადგილობრივი სოციალური ქსელების საშუალებით გააფრთხილა კოლეგები მოსალოდნელი ვირუსის შესახებ, რის შემდეგაც ის პოლიციაში დაიბარეს, ინტერნეტით სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს და გაფრთხილება მისცეს.
ლი ვენლიანი კლინიკაში 12 იანვარს მოათავსეს. ერთ-ერთი ვერსიით, მას ვირუსი პაციენტისგან გადაედო. პირველ თებერვალს დადასტურდა, რომ ექიმს კორონავირუსი ჰქონდა.