ჩინელი და ინდოელი ჯარისკაცები სასაზღვრო ზონაში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ჩინელი და ინდოელი ჯარისკაცები სასაზღვრო ზონაში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჩხუბი სიკიმის რეგიონში მოხდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაშავებულები. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის პატრულმა ინდოეთის ტერიტორიაზე შესვლა სცადა, რასაც ინდოელი ჯარისკაცების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
სიკიმის რეგიონი ჩინეთთან ერთად ნეპალსა და ბუტანს ესაზღვრება. ინდოეთსა და ჩინეთს შორის მსოფლიოში უდიდესი საზღვარია, რომლის არაერთ მონაკვეთზე ქვეყნებს შორის დავა არსებობს. ჩინეთსა და ინდოეთს შორის ერთადერთი ომი 1962 წელს მოხდა.