ჩინელებმა iPhone X-ის კლონი შექმნეს, რომელიც 300$-ზე ნაკლები ეღირება
ჩინური მობილური ტელეფონების მიმართ მომხმარებელთა ნაწილი პესიმისტურადაა განწყობილი, თუმცა კომპანია Leagoo ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მობილური ტელეფონების პატარა კომპანია ძირითადად მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სმარტფონების კლონების შექმნითაა დაკავებული.
კომპანია Leagoo-ს ბოლო პროდუქტი ტელეფონი S9-აა, რომელიც iphone X-ის კლონია. მობილური ტელეფონის ფასი 999$-ის ნაცვლად, წინასწარი მონაცემებით, 300$-ზე ნაკლები იქნება. iPhone X-ის კლონი საკმაოდ კარგი მონაცემებით გამოირჩევა და ბაზრის ექსპერტები გაყიდვების მაღალ მაჩვენებელს ვარაუდობენ.
Leagoo S9-ის მონაცემები:
პროცესორი: MediaTek P40 processor (Qualcomm’s midrange Snapdragon 670 chip)
ოპერატიული მეხსიერება: 6GB
შიდა მეხსიერება: 128GB
ტელეფონის ეკრანი ზუსტად იგივე ზომისაა – 5,8 ინჩი, ამოლედის პანელით. კამერა კი, iPhone X-ის Dual 12 MP-ისგან განსხვავებით, ორივე კამერა 16 მეგაპიქსელიანი იქნება.
კომპანიის განცხადებით, მათი ტელეფონის კამერის ხარისხი iPhone-ისას არ ჩამოუვარდება, კორპუსი კი ალუმინის იქნება.
Leagoo-ს ახალი ტელეფონი გაყიდვაში მალე ჩაეშვება.
S9-მდე კომპანიამ Samsung S8-ის კლონი გამოუშვა, რომელიც ბაზარზე დღემდე დიდი პოპულარულობით სარგებლობს.