ჩინელებმა iPhone X-ის კლონი შექმნეს, რომელიც 300$-ზე ნაკლები ეღირება
ჩინელებმა iPhone X-ის კლონი შექმნეს, რომელიც 300$-ზე ნაკლები ეღირება

​ჩინური მობილური ტელეფონების მიმართ მომხმარებელთა ნაწილი პესიმისტურადაა განწყობილი, თუმცა კომპანია Leagoo ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მობილური ტელეფონების პატარა კომპანია ძირითადად მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სმარტფონების კლონების შექმნითაა დაკავებული.

​კომპანია Leagoo-ს ბოლო პროდუქტი ტელეფონი S9-აა, რომელიც iphone X-ის კლონია. მობილური ტელეფონის ფასი 999$-ის ნაცვლად, წინასწარი მონაცემებით, 300$-ზე ნაკლები იქნება. iPhone X-ის კლონი საკმაოდ კარგი მონაცემებით გამოირჩევა და ბაზრის ექსპერტები გაყიდვების მაღალ მაჩვენებელს ვარაუდობენ.​

Leagoo S9-ის მონაცემები:

პროცესორი: MediaTek P40 processor (Qualcomm’s midrange Snapdragon 670 chip)
ოპერატიული მეხსიერება: 6GB
შიდა მეხსიერება: 128GB

ტელეფონის ეკრანი ზუსტად იგივე ზომისაა – 5,8 ინჩი, ამოლედის პანელით. კამერა კი, iPhone X-ის Dual 12 MP-ისგან განსხვავებით, ორივე კამერა 16 მეგაპიქსელიანი იქნება.

​კომპანიის განცხადებით, მათი ტელეფონის კამერის ხარისხი iPhone-ისას არ ჩამოუვარდება, კორპუსი კი ალუმინის იქნება.

Leagoo-ს ახალი ტელეფონი გაყიდვაში მალე ჩაეშვება.

S9-მდე კომპანიამ Samsung S8-ის კლონი გამოუშვა, რომელიც ბაზარზე დღემდე დიდი პოპულარულობით სარგებლობს.