ჩინელ ექიმს, რომელმაც კორონავირუსის შესახებ მსოფლიოს შეატყობინა, გმირის წოდება მიანიჭეს
ჩინელ ექიმს, რომელმაც კორონავირუსის შესახებ მსოფლიოს შეატყობინა, გმირის წოდება მიანიჭეს.
საუბარია 33 წლის უხანელ ოფთალმოლოგზე ლი ვენლიანზე, რომელიც ოფიციალური ცნობებით, კორონავირუსით გარდაიცვალა.
ლი ვენლიანმა ჩინეთის სოციალურ ქსელ „ვიჩათში“ 30 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ უხანში ატიპური პნევმონიის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 3 იანვარს ექიმი პოლიციაში დაიბარეს და „ყალბი და ცრუ ინფორმაციის გავრცელების“ გამო გააფრთხილეს.
შემდეგ ოფთალმოლოგი სამსახურში დაბრუნდა და 7 იანვარს მას კორონავირუსი დაუდგინეს. 6 თებერვალს ექიმი გარდაიცვალა. ამ ინციდენტს ჩინეთში დიდი გამოხამურება მოჰყვა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ პოლიციის ქმედებების გამოძიება დაიწყო. 19 მარტს სამეთვალყურეო ორგანომ ექიმ ლი ვენლიანის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ქმედებები შეცდომად შეაფასა და დამნაშავეების დასჯის განკარგულება გასცა.
ხუბეის პროვინციის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩინეთის უმაღლესი წოდება სულ 14 ექიმს მიანიჭეს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის დროს დაიღუპნენ.