ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება
ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ჩილეში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ხანძარი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ვალპარაისოს რეგიონში მძვინვარებს. ამ დროის მონაცემებით, სტიქიას 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დამწვარია ათასობით სახლი.

ხანძრის კერები გასულ კვირას გაჩნდა. ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. სტიქიამ დააზარალა ზღვისპირა ტურისტული ქალაქები ვინია დელ მარი და ვალპარაისო. პარასკევს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

პრეზიდენტ გაბრიელ ბორიჩის განცხადებით, ხანძარი ქვეყანაში ყველაზე საშინელი ბუნებრივი კატასტროფაა 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.