ჩილეში ტყის ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა, სტიქიის გამო პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ჩილეში ტყის ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებული ან დამწვარია ათასამდე სახლი. სტიქიის გამო პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ცეცხლი ჩილეს ცენტრალურ, ვალპარაისოს რეგიონში მძვინვარებს.
ეროვნული სატყეო უწყების ცნობით, დამწვარია 7 ათასამდე ჰექტარი. მეხანძრეები ხანძრის 158 კერას ებრძვიან.
ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.