ჩილეში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ვრცელდება ინფორმაცია ექვსი დაღუპულის შესახებ, თუმცა მსხვერპლის ზუსტი რიცხვი ჯერ კიდევ უცნობია.
არსებული მონაცემებით, ყველა დაღუპული თვითმფრინავის მგზავრი იყო.
„როიტერსის“ ცნობით, ტრაგედია ჩილეს სამხრეთ ნაწილში, ქალაქ პუერტო-მონტში მოხდა. ავიაკატასტროფის შემდეგ ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების ნაწილი დააზიანა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავი ლა პალომას აეროდრომიდან დედაქალაქ სანტიგაოსკენ მიემართებოდა. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.