ჩილეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთათვის „გაწერის სერტიფიკატებს“ დააწესებენ
ჩილე, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიუხედავად, „გაწერის სერტიფიკატების“ გაცემას დაიწყებს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ახალი კორონავირუსით მეორედ ინფიცირება არ ხდება, ჩილეში სამხრეთ კორეისა და ჩინეთის მაგალითებზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ არსებობს მტკიცე საფუძველი ვივარაუდოთ, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევაში, პაციენტი სულ მცირე მომდევნო სამი თვის განმავლობაში იქნება იმუნური ამ დაავადების მიმართ.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ჯეიმი მანალიჩი იუწყება, ის შეხვდა გაერო-ს ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ორივე მხარე თანხმდება, რომ იმუნიტეტის გარანტიის მიცემა ჯერ არავის შეუძლია, თუმცა გაწერის სერტიფიკატი ერთგვარი მტკიცებულება იქნება, რომ პაციენტის „კოვიდ-19“-ით ხელახლა ინფიცირება ნაკლებად სავარაუდოა.