ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-10 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა – ერთ-ერთი ლიდერი, საჩხერის „ჩიხურა“ ფოთის „კოლხეთს“ ესტუმრა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.
ანგარიში 29-ე წუთზე კოლხების კაპიტანმა ლაშა გოგონაიამ გახსნა. საჩხერელებმა ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გაათანაბრეს და მალე დაწინაურდნენ კიდეც – ფოთელთა კარი ჯერ დავით იონანიძემ აიღო (64-ე წუთზე), ხოლო ხუთ წუთში გიორგი ბუხაიძემ „ჩიხურა“ დააწინაურა.
საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე „კოლხეთის“ რუსმა ლეგიონერმა ილია მიხაილოვმა დააფიქსირა – მან წონასწორობა აღადგინა და მატჩი 2:2 დასრულდა.
9 ტურის შემდეგ, „ჩიხურა“ 19 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „კოლხეთი“ მხოლოდ 9 ქულის ამარაა და მეშვიდეზეა.