ჭიათურაში, აბაშიძის ქუჩაზე, ხუთსართულიან კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია.
მაშველებმა კორპუსის ევაკუაცია მოახდინეს, რა დროსაც მცირე დაზიანება მიიღო სამაშველო სამსახურის ერთმა თანამშრომელმა.
სახანძრო სამუშაოებში 5 სახანძრო მანქანა და 30-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. ხანძრის ჩაქრობას სახანძრო ჯგუფი სამი საათის განმავლობაში ცდილობდა. დამწვარია საცხოვრებელ სახლზე მიშენებული აივნები და სახურავი.
ხანძრის შედეგად კორპუსში მცხოვრებლები არ დაშავებულან.