ჭიათურაში, ხუთსართულიან კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

21:08, 08.02.2018

ჭიათურაში, აბაშიძის ქუჩაზე, ხუთსართულიან კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია.

მაშველებმა კორპუსის ევაკუაცია მოახდინეს, რა დროსაც მცირე დაზიანება მიიღო სამაშველო სამსახურის ერთმა თანამშრომელმა.

სახანძრო სამუშაოებში 5 სახანძრო მანქანა და 30-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. ხანძრის ჩაქრობას სახანძრო ჯგუფი სამი საათის განმავლობაში ცდილობდა. დამწვარია საცხოვრებელ სახლზე მიშენებული აივნები და სახურავი.

ხანძრის შედეგად კორპუსში მცხოვრებლები არ დაშავებულან.

მსგავსი