ჩესლინ კოლბი ტოპ-14-ის საუკეთესო მორაგბე გახდა
ჩესლინ კოლბი ტოპ-14-ის საუკეთესო მორაგბე გახდა

საფრანგეთის რაგბის კავშირმა 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა. წლის სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი სამხრეთ აფრიკის ნაკრებისა და ფრანგული „ტულუზის“ მორაგბე ჩესლინ კოლბი გახდა.

26 წლის სპორტსმენი ტოპ-14-ის საუკეთესო მოთამაშე, სეზონის საუკეთესო ლელოს ავტორი და ტოპ-14-ის მორაგბეებიდან 2019 წლის მსოფლიოს თასის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

2019 წელს სამხრეთ აფრიკელი მორაგბე საფრანგეთის ჩემპიონი, 2019 წლის მსოფლიოს თასისა და რაგბი ჩემპიონშიპის გამარჯვებული გახდა.

საუკეთესო მოთამაშე: ჩესლინ კოლბი (ტულუზი)

საუკეთესო მწვრთნელი: უგო მოლა (ტულუზი)

საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბე: პიერ-ლუი ბარასი (ლიონი)

საუკეთესო მსაჯი: ჟერომ გარსე

საუკეთესო ფრანგი მოთამაშე: დამიენ პენო (კლერმონი)

საუკეთესო მოთამაშე 2019 წლის მსოფლიოს თასზე ტოპ-14-დან: ჩესლი კოლბი (ტულუზი)