ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია, დაშავებულია 60 ადამიანი
ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია, დაშავებულია 60 ადამიანი

რუსეთის მიერ დღეს დილით ჩერნიგოვზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია, დაშავებულია 60 ადამიანი.

სამაშველო სამსახურების ცნობით, ორი ადამიანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა ჩერნიგოვზე დარტყმები „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებით განახორციელეს. იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა, მათ შორის დანგრეულია რვასართულიანი კორპუსი. დაზიანებულია ადგილობრივი საავადმყოფო, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი შენობა და ათობით ავტომობილი.