ჩერნიგოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია შვიდი და დაშავებულია 136 ადამიანი
ჩერნიგოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია შვიდი და დაშავებულია 136 ადამიანი

ჩერნიგოვში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ადგილას სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია შვიდი და დაშავებულია 136 ადამიანი.

ამის შესახებ ტელეგრამარხში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო წერს.

კლიმენკოს ცნობით, დაშავებულთა შორის 15 ბავშვი და პოლიციის 15 თანამშრომელია.

შეგახსენებთ, დღეს, შუადღისას რუსეთის ძალებმა ჩერნიგოვის ცენტრზე ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს იერიში. დარტყმა დრამატულ თეატრზე განხორციელდა, სადაც დრონების მწარმოებელთა და აეროდაზვერვის სასწავლებლების წარმომადგენელთა შეკრება იმართებოდა.

მოგვიანებით, რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარტყმის სამიზნე იყო „უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო დრონების სამხედრო სპეციალისტთა შეკრება“.