საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ უეფა-ში გააგზავნა განაცხადი, რომლითაც კახა ცხადაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე აზერბაიჯანულ „ნეფტჩისთან” ითამაშებს.
თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელის შედგენილ სიაშია 20 ფეხბურთელი მოხვდა.
მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, როინ კვასხვაძე.
მცველები: ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლევან ხარაბაძე, საიმონ ბენიო, ნოდარი იაშვილი, ფირუზი გაბიტაშვილი.
ნახევარმცველები: ფაბიან სპორქსლედე, ბაქარ ქარდავა, მილან რადინი, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარი ლომინაძე, ნოდარ ქავთარაძე.
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, თორნიკე ახვლედიანი, ზორან მარუშიჩი, გიორგი ომარაშვილი.
ამ სიაში არაა ესპანელი მცველი ვიქტორ მონხილი და ფილიპ ორშულა. ეს უკანასკნელი არ თამაშობდა, მონხილის ამბავი კი ჯერ უცნობია. სიახლე სიაში ახალგაზრდა თავდამსხმელის, გიორგი ომარაშვილის დამატებაა, რომელიც ახლახან უნგრეთიდან იჯარის შემდეგ დაბრუნდა. იმის თქმა შეიძლება, რომ კახა ცხდაძის სურვილი, გუნდი გაძლიერებულიყო, არ დაკმაყოფილდა.
პირველი მატჩი „დინამოსა“ და „ნეფტჩის“ შორის 7 ივლისს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენაზე“ გაიმართება, ხოლო საპასუხო თამაში 14 ივლისს ბაქოს „ბაკსელ არენაზე“ ჩატარდება.