ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მადრიდის “რეალმა” ორი მატჩის ჯამში 5:2 დაამარცხა “პარი სენ-ჟერმენი” და მეოთხედფინალში გავიდა. მადრიდელებს პირველი მატჩი შინ 3:1 ჰქონდათ მოგებული, სტუმრად კი 2:1 გაიმარჯვეს.
განმეორებითი მატჩის პირველ ტაიმში “რეალმა” უმაღლეს დონეზე ითამაშა პრესინგი და მხოლოდ სამჯერ დაარტყმევინა კარისკენ მეტოქეს, მეორე ნახევრის დასაწყისში კი კარგად ისარგებლა პსჟ-ის მცველის დანი ალვეშის შეცდომით და ასენსიო-ვასკესი-რონალდუს კომბინაცია პორტუგალიელის გოლით დასრულდა. ეს იყო კრიშტიანუს მე-12 გოლი მიმდინარე გათამაშებაში. მას წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩში აქვს გოლი გატანილი, სულ კი ზედიზედ ცხრა მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს, რაც აქამდე მხოლოდ ჰოლანდიელ რუუდ ვან ნისტელროის გაუკეთებია.
“პარი სენ-ჟერმენის” მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც მარკო ვერატი გაუძევეს. მიუხედავად ამისა, 71-ე წუთზე ედინსონ კავანიმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბოლო გოლი მატჩში მაინც “რეალმა”გაიტანა – 80-ე წუთზე კაზემირომ საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას – 2:1 სტუმრების სასარგებლოდ.