„ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი შესაძლოა „ჩელსიში“ დაბრუნდეს.
ესპანური გამოცემა „ასის“ ინფორმაციით, ლონდონური კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი არ აპირებს მაურიციო სარის გაშვებას იქამდე, სანამ „ჩელსი“ მის შემცვლელს არ იპოვის. როგორც წყარო იუწყება, რაფაელ ბენიტესი შეიძლება გახდეს ის სპეციალისტი, რომლის მისვლაც „ჩელსიში“ საშუალებას მისცემს სარის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად გააგრძელოს კარიერა.
იტალიური პრესა კიდევ უფრო შორს მიდის და წერს, რომ მსგავსი გადაადგილებები „ჩელსიში“ უახლოეს 48 საათში მოხდება.
59 წლის ბენიტესი ერთხელ უკვე მუშაობდა „ჩელსიში“ – 2012-2013 წლებში. ამ გუნდთან ერთად ის ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა.