ჩეხეთში უსაფრთხოების ძალების გენინსპექციის ხელმძღვანელად კომუნისტი დეპუტატის დანიშვნა გააპროტესტეს
ჩეხეთში ათასობით ადამიანი უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად კომუნისტი დეპუტატის დანიშვნის წინააღმდეგ გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ პოლიციის საზედამხედველო ორგანოს თავმჯდომარედ კომუნისტი დეპუტატის ზდენეკ ონდრაჩეკის კანდიდატურის დანიშვნას 5 მარტს დაუჭირა მხარი.
ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა ჩეხეთში, როდესაც კომუნისტი ასეთ მაღალ თანამდებობას იკავებს. ონდრაჩეკის დანიშვნას აღნიშნულ პოსტზე პრორუსული შეხედულებების მქონე პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტიის ANO-ს წევრმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.
პრაღის ცენტრში ვაცლავის მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა ონდრაჩეკის პოლიციის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელად დანიშვნის გადაწყვეტილება მოითხოვეს და პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში და პრეზიდენტი მილოშ ზემანი გააკრიტიკეს.
ზდენეკ ონდრაჩეკი კომუნისტური რეჟიმის სპეცდანიშნულების ყოფილი წევრია, რომელმაც 1989 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლა სცადა. უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად მის დანიშვნას ჯერ კიდევ გასულ წელს გეგმავდნენ, თუმცა ჩეხეთის პარლამენტმა კენჭისყრის შედეგები გააუქმა.
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატაში პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის პარტიას 78 ადგილი აქვს, კომუნისტურ პარტიას კი – 15.