ჩეხეთში პირველი მარტიდან საშუალო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდება
ჩეხეთში პირველი მარტიდან საშუალო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდება. როგორც „გარდიანი“ წერს, მოსწავლეები სკოლაშივე რეგულარულად გაივლიან ტესტირებას.
ქვეყანაში დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სწავლება უკვე მიმდინარეობს.
ჩეხეთში სადაც მოსახლეობა 10.7 მილიონს შეადგენს, კორონავირუსის პანდემიას 18 250 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი კი, ერთ მილიონს აღემატება.
გასული ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ყოველდღიური რიცხვი ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი იყო და შვიდიდან 10 ათასამდე ფარგლებში მერყეობდა.