ჩეხეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჯანდაცვის მინისტრი გადადგა
ჩეხეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჯანდაცვის მინისტრი გადადგა. ადამ ვოიჩეხმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა და მინისტრის მიმართ არაერთი კრიტიკული შენიშვნა გამოთქვეს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ჯანდაცვის მინისტრს პანდემიის დროს გადადგმული ნაბიჯებისთვის მადლობა „ტვიტერის“ გვერდზე გადაუხადა.
ჩეხეთში ბოლო 14 დღეში, ყოველ 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა.