ჩეხეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჯანდაცვის მინისტრი გადადგა
ჩეხეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ჩეხეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჯანდაცვის მინისტრი გადადგა. ადამ ვოიჩეხმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა და მინისტრის მიმართ არაერთი კრიტიკული შენიშვნა გამოთქვეს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ჯანდაცვის მინისტრს პანდემიის დროს გადადგმული ნაბიჯებისთვის მადლობა „ტვიტერის“ გვერდზე გადაუხადა.

ჩეხეთში ბოლო 14 დღეში, ყოველ 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა.