ჩეხეთში 2020 წლისთვის ნატო-ს სამხედრო-კოსმოსური დაზვერვის ცენტრი შეიქმნება
2020 წლისთვის ჩეხეთში ნატო-ს სამხედრო-კოსმოსური დაზვერვის ცენტრი შეიქმნება. ახალი ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება.
სადაზვერვო ცენტრი ფოტოსურათებს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო თანამგზავრებისგანაც მიიღებს და მსოფლიოს სხვადასხვა რაიონებში არსებულ რეალურ სურათს შექმნის.
პირველ რიგში, ცენტრს ნატო და ჩეხეთის სამხედრო უწყება გამოიყენებს, საჭიროების შემთხვევაში, მისგან ინფორმაციას ექიმები და მეხანძრეები მიიღებენ.
ცენტრის მშენებლობაში მონაწილეობას გეოსივრცითი ინფორმაციის, გეოინფორმატიკისა და თანამგზავრების ტექნოლოგიების სპეციალისტები მიიღებენ.
„ახალი სისტემა შექმნის უზარმაზარ შესაძლებლობას, წარადგინოს საჭირო ინფორმაცია რამდენიმე ათეულ წუთში“, – აღნიშნა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა კარლა შლექტოვამ.