ქალებს შორის 2018 წლის სეზონი დასრულდა. ბოლო პრიზი გუნდურ ტურნირზე – ფედერაციის თასზე გათამაშდა. პრაღაში ჩეხეთის ნაკრები აშშ-ს მასპინძლობდა და 3:0 გაიმარჯვა.
მასპინძლებმა პირველი ორი ერთეულთა მატჩი შაბათს მოიგეს, კვირას კი გამარჯვების ქულა ჩეხეთს კატერჟინა სინიაკოვამ მოუტანა, რომელმაც სოფია კენინს სამ სეტში მოუგო – 7:5, 5:7, 7:5.
ჩეხეთმა ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ და ბოლო რვა წელიწადში მეექვსედ მოიგო ფედერაციის თასი. შარშან, ჩემპიონი აშშ-ის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ბელარუსი დაამარცხა.
ფედერაციის თასი. ფინალი
ჩეხეთი-აშშ 3:0
1:0 ბარბორა სტრიკოვა-სოფია კენინი 6:7(5), 6:1, 6:4
2:0 კატერჟინა სინიაკოვა-ალისონ რისკე 6:3, 7:6(2)
3:0 კატერჟინა სინიაკოვა-სოფია კენინი 7:5, 5:7, 7:5