ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი - მრცხვენია გაეროსი, ჩემი აზრით, ჩეხეთის რესპუბლიკა არაფერს უნდა ელოდოს ისეთი ორგანიზაციისგან, რომელიც ტერორისტებს უჭერს მხარს, მოდით, გავიდეთ
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი - მრცხვენია გაეროსი, ჩემი აზრით, ჩეხეთის რესპუბლიკა არაფერს უნდა ელოდოს ისეთი ორგანიზაციისგან, რომელიც ტერორისტებს უჭერს მხარს, მოდით, გავიდეთ

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნეხოვა აკრიტიკებს.

„მრცხვენია გაერო-სი. ჩემი აზრით, ჩეხეთის რესპუბლიკა არაფერს უნდა ელოდოს ისეთი ორგანიზაციისგან, რომელიც ტერორისტებს უჭერს მხარს და არ სცემს პატივს თავდაცვის ძირითად უფლებას. მოდით, გავიდეთ. სამი კვირის წინ „ჰამასმა“ 1 400-ზე მეტი ისრაელელი მოკლა, ეს უფრო მეტი მსხვერპლია, ვიდრე „ალ-ქაიდამ“ 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში მოკლა. „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილი უპრეცედენტო ტერაქტის წინააღმდეგ ნათლად მხოლოდ 14 ქვეყანა დადგა, მათ შორის, ჩვენც“, – განაცხადა ჩერნეხოვამ.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ“ მოუწოდებს.