ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ არ არის წინააღმდეგი, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავალი ჩინეთი იყოს
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ არ არის წინააღმდეგი, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავალი ჩინეთი იყოს

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავალი ჩინეთი იყოს, – ამის შესახებ განცხადება ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნიხოვამ ჩეხურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას დასასრული არ უჩანს.

ამასთან, მისივე თქმით, ნატო აკეთებს ყველაფერს, რათა სიტუაცია რუსეთის გარშემო, რომელმაც წამოიწყო ომი, კიდევ უფრო არ დაიძაბოს.

ჩერნიხოვას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ სურს, რომ ის ომში იყოს ჩათრეული და ლოგიკურად მიაჩნია უკრაინისთვის შეიარაღებისა და ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა.

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებებისგან თავის არიდება არ ხდებოდეს.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება შუამავალი, დასავლეთი თუ ის ქვეყნები, როლებიც რუსეთთან ახლოს არიან. მთელმა მსოფლიომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ამ საშინელებას, რაც შეიძლება მალე მოეღოს ბოლო. თუ არსებობს ვინმე, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, მას მხარს დავუჭერ. ჩემთვის სულერთია, თუ ეს ჩინეთი იქნება“, – განაცხდა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა.