ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს
ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
საქველმოქმედო კონცერტი-მარათონი პირველ მარტს პრაღაში, ვაცლავის მოედანზე გაიმართება. საათ-ნახევრიანი პროგრამის ფარგლებში მაყურებელთა წინაშე ჰონორარის გარეშე ათობით არტისტი წარდგება.
კონცერტის შედეგად შეგროვებული თანხა გადაერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაცია People in Need-ს, რომელიც 2014 წლიდან უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენით არის დაკავებული.
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, პირველ მარტს, 22:00 საათზე საქველმოქმედო მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ მართავს საქართველოს პირველი არხიც.