ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს პეტრ პაველი და ანდრეი ბაბიში დაუპირისპირდებიან
ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში დაუპირისპირდებიან. არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პეტრ პაველმა ხმების 35,39 პროცენტი აიღო, ანდრეი ბაბიშმა კი – 35,00 პროცენტი.
მედია წერს, რომ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პეტრ პაველი მტკიცე პროდასავლელია და უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების გადაცემას, ასევე ევროს ვალუტაზე გადასვლას ემხრობა. ანდრეი ბაბიში, რომელმაც ააშენა ქიმიკატების, ფერმერული და მედიის იმპერია, იზიარებს ყოფილი პრეზიდენტის, მილოშ ზემანის თბილ ურთიერთობას უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან. ანდრეი ბაბიში უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემას არ ემხრობა, თუმცა აცხადებს, რომ მშვიდობის სამიტის ორგანიზებას შეეცდება.
ჩეხეთში პრეზიდენტის თანამდებობა არ ატარებს აღმასრულებელ უფლებამოსილებას, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრების, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელების დანიშვნასა და საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების წარდგენაში. ჩეხეთის პრეზიდენტებს ასევე აქვთ შეზღუდული უფლებამოსილება საგარეო საქმეებში და არიან არმიის მთავარსარდლები.