ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის 14 მოქალაქეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ბრძოლის ნებართვა მისცა
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ქვეყნის 14 მოქალაქეს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ბრძოლის ნებართვა მისცა.
ჩეხური მედია აღნიშნავს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ნებართვის გარეშე ჩეხებისთვის საზღვარგარეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახური კანონით აკრძალულია. ამისთვის მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
გარდა ამისა, პეტრ პაველმა უარყო რვა ადამიანის მოთხოვნა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების შესახებ.
ახლა ჩეხეთის 146 მოქალაქეს აქვს უკრაინის ჯარში სამსახურისთვის ქვეყნის პრეზიდენტის ნებართვა, რომელთაგან 132 ყოფილი პრეზიდენტისგან, მილოშ ზემანისგან მიიღო.